2018 წლის ოქტომბრიდან ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ლიტერატურული კაფეს ჩამოყალიბებას, თუმცა ბლოგი მოგვიანებით შევქმენით, ამიტომ უკვე გასული შეხვედრების შესახებ ახლა გიამბობთ.
პირველ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ თავად ფორმატზე, თუ რა სახე მიგვეცა ჩვენი თავშეყრებისთვის და შევჯერდით, რომ კაფე ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა.
ჩამოვაყალიბეთ მიზნები და წესდება. შევარჩიეთ შეხვედრების დღედ სამშაბათი.
შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დღიურებზე, აღმოჩნდა, რომ დღიურის წარმოების გამოცდილება არავის არ ჰქონდა, ამიტომ გავეცანით ისეთ ავტორებს, ვისაც დღიური წარმატებით უწარმოებიათ. ასეთი იყო ჯეფ კინის ,,წრიპა ბიჭის დღიური“, რითაც ძალიან იხალისეს მოსწავლეებმა და საკუთარი დღიურების წარმოებაც უფრო თამამდ დაიწყეს.
შემდეგ შეხვედრაზე გავეცანით „ანე ფრანკის დღიურს“ და ვისაუბრეთ ანეს პიროვნულ თვისებებზე.
ამის შემდეგ განვიხილეთ ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებული მხატვრული ლიტერატურა, მოსწავლეებმა აირჩიეს მათთვის საინტერესო კლასგარეშე საკითხავი წიგნები. მათი დღიურები მონიტორინგის კარგი საშუალება იქნება, თუ რამდენად გააზრებულად კითხულობენ.
შემდეგ ბლოგებში შეიტყობთ მომდევნო შეხვედრებზე განხილულ თემებსა და აქტივობებზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий